ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებას ხელი შეუწყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას მიესალმება.
პრემიერი მზადაა “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებას ხელი შეუწყოს.
“მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას“-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები