“რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სრული მონაცემები იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს გააჩნიათ”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სრული მონაცემები იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა ამის თაობაზე კომერციული ბანკები თავად გააკეთებენ განცხადებას.
“ამ ეტაპზე საუბარია სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე, მაგრამ დაველოდოთ ბანკების განცხადებას”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, იქ, სადაც არსებობს სადაზღვევო გარანტიები, სასესხო ვალდებულებებს დაზღვევა გადაფარავს, ხოლო სადაც არ არსებობს – იქ სხვა მიდგომა იქნება. “ამ მხრივ, ყველა მიმართულებით ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო“-აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები