პატრიარქი სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს დღეს დალოცავს

დღეს 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ რუსთავის გზატკეცილზე მდებარე კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II მიბრძანდება და იქ შეკრებილ სტიქიით დაზარებული ოჯახების ბავშვებს დალოცავს. პატრიარქი ასევე გადაიხდის პარაკლისს.
მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე, 15:00 ზე დაიწყება ღონისძიება, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა” თბილისის საკრებულოსთან ერთად დაზარალებული ბავშვებისთვის დაგეგმა.
ღონისძიება ერთდღიან პროგრამას მოიცავს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საჩუქრების გადაცემა, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამების ორგანიზება, ასევე საუბრები მოძღვრებთან და ფსიქოლოგებთან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „ბარამბო“, „გუდვილი“, M-GROUP, გასართობი ცენტრი- „ქართული ანიმაციური ჯგუფი“, „ჰარიბო“, Haloo kety, „ბორჯომი“, ფ/პ თეა გოცაძე, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი და ინტელექტუალური კლუბი „წიგნის მეგობრები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები