ვახტანგ გომელაური: სვანეთის ქუჩაზე სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სვანეთის ქუჩაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბაგებში მთა ჩამოწვა, მაგრამ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის მეწყერს.
“შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბაგებში მთა ჩამოწვა, მაგრამ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის მეწყერს, თუ მას მეწყერი საერთოდ ეწოდება, იყო ქვათაცვენა. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დროებით შეჩერებული სამუშაოები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის ხვალ დილიდან ისევ განახლდება”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები