გიგლა აგულაშვილი: ცალკეულ რაიონებში სეტყვაა

თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესებულია და ცალკეულ რაიონებში სეტყვაა – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულმა მარნეულში გარკვეული უბნები დააზიანა.
“სერიოზულ გართულებას არ ველოდებით, თუმცა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესებულია. ცალკეულ რაიონებში სეტყვაა. მაგალითად, მარნეულში დააზიანა გარკვეული უბნები, თუმცა ხანგრძლივ წვიმას არ ველოდებით”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები