საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელი ხაზი ორი დღის განმავლობაში არ იმუშავებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელი ხაზი და ინტერნეტი 2 დღის განმავლობაში ვერ იფუნქციონირებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შპს “თელასი” მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ელექტროსისტემის განახლების სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, გენერატორის ჩართვა არ არის მიზანშეწონილი, რის გამოც მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელი ხაზი და ინტერნეტი ვერ იფუნქციონირებს.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და ამასთანავე გაცნობებთ, რომ საავტომობილო გზებზე არსებული მოძრაობის რეჟიმებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეპარტამენტის ვებ-გვერდისა (www.georad.ge) და ფეისბუქ გვერდის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით”, – აცხადებენ დეპარტამენტში.