შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა სტაბილურია

შვილის მიერ დაჭრილი ნათია ს.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “კვირას” რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
“პაციენტს ჭრილობა მიყენებული აქვს ყელის არეში. მას დაზიანებული აქვს ლავიწქვეშა ვენა და საძილე არტერია. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, თუმცა ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ნათია ს. ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, 16 წლის შვილმა ყელის არეში დაჭრა. ბრალდებულმა მოგვიანებით თვითმკვლელობა და მე-11 სართულიდან გადახტომა სცადა, თუმცა მისი ჩამოყვანა სამართალდამცველებმა მოახერხეს.
16 წლის ნიკოლოზ ქ. დაკავებულია. მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები