სამართალდამცველებმა დედის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს – ფოტოკოლაჟი
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დედა დაჭრა, შსს-ს თანამშრომლებმა უკვე დააკავეს. როგორც „კვირას“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში სამართალდამცველებს ბრალდებული მე-11 სართულიდან ჩამოჰყავთ.
თვითვმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი ქალბატონი სავარაუდოდ, 45 წლის ნათია სანაძეა. იგი ყელის არეში დაჭრილი ჭავჭავაძის #29-ში, სადარბაზოში იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცმა დედას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, შემდეგ კი თავის მოკვლით იმუქრებოდა.