ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა – ვიდეო
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი ქალბატონი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრება.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. შემთხვევა ჭავჭავაძის N29-ში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე „კვირას“ გადამღები ჯგუფი მუშაობს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.