სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გამოკვლევა ჩაუტარდათ
13 ივნისის სტიქიის შედეგად სასტუმროებში განთავსებული დაზარალებულები თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით, ადგილზე კარდიოლოგმა და ნევროლოგმა გასინჯეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პაციენტები ადგილზე მისული მე-16 შერეული პოლიკლინიკისა და „ავერსის“ ოჯახის ექიმების მიერ წინასწარი კონსულტაციის შედეგად შეირჩნენ, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებების – „კლინიკა მცხეთის ქუჩაზე“ და „ჯანმრთელობის ცენტრის“ კარდიოლოგმა და ნევროლოგმა გასინჯეს.
ნევროლოგიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა წყნეთის სამთავრობო აგარაკსა და სასტუმროებში – „444“, „აისბერგსში“, „ვიქტორიასა“ და „ვიპელეში“ განთავსებულ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჩაუტარდათ.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის საჭიროებისამებრ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს კლინიკები – „ჯანმრთელობის ცენტრი“, „ავერსი“, რესპუბლიკური საავადმყოფო და „ნიუ მედი“ უტარებენ.