ზურაბ მუზაშვილი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაკრძალეს

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიისას, სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი “განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის” (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები