ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის დროს დაღუპული მაშველი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. პრემიერმა მედალი დაღუპულის მამას გადასცა და ზურაბ მუზაშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის” (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დააჯილდოვა.
ზურაბ მუზაშვილმა სტიქიის დროს 7 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები