ახალი ზოოპარკი შესაძლოა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ზოოპარკი შესაძლოა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ცალკე სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ადრე შემუშავებულ პროექტებს გადაამუშავებს.
“როგორც დროებითი ღონისძიება ზოოპარკის გადარჩენილი ცხოველები მოკლევადიან პერიოდში დარჩებიან ამ ტერიტორიაზე და ახალი ზოოპარკის მშენებლობის შემდეგ ეტაპორივად იქნებიან გადაყვანილი”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები