დავით ნარმანია: თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს
თბილისის მერს, დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს, – ამის შესახებ მერმა უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და რომელსაც დარგის პეციალისტები და კომისიის წევრები ესწრებოდნენ, ვერეს ხეობის განვითარებასა და ხეობაში ატრანსპორტო გზის გახსნაზე მსჯელობას დაეთმო.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გზის პრობლემა მაქსიმალურად სწრაფადაა გადასაწყვეტი. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი სექტემბრამდე უნდა მოგვარდეს, სანამ ხალხი დედაქალაქში ჩამოვა და სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება.
“თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს. როგორც კი უახლოეს დღეებში ნაშალი მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება დამთავრდება ჩვენ მზად გვექნება შესაბამისი აღგენითი პროექტები უბნების მიხედვით და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა იყოს აღდგენილი. სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქალქში არ იქნება გაუთავებელი საცობები და არ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს”, – განაცხადა ნარმანიამ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა 24 ივნისისთვის, ოთხშაბათ დღეს დაინიშნა. ნარმანიას თქმით, მომავალ სხდომაზე უკვე კონკრეტული წინადადებები და კონცეფტუალური ხედვები იქნება წარმოდგენილი.
“იმ შემთხვევაში თუ იქნება ინტენსიური წვიმები, ვიდრე არ გვექნება გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში სატრანსპორტო გზისა, მანამდე იქნება ჩაკეტილი დროებით სატრანსპორტო მოძრაობა ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება ძლიერი წვიმა”, – განაცხადა ნარმანიამ.