არჩილ მოწონელიძე: სტიქიის შესაჩერებლად ვერეს ხეობაში კაშხალი უნდა აიგოს
წყლის ნაკადს ვერცერთი გვირაბი შეაჩერებდა, მსგავსი სტიქიის შესაჩერებლად მსოფლიოში ერთადერთი მეთოდი არსებობს – კაშხალი, – ამის შესახებ ჰიდროტექნიკოსმა და ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა არჩილ მოწონელიძემ განაცხადა.
ჰიდროტექნიკოსს მიაჩნია, რომ 13 ივნისის მსგავსი სტიქიის პრევენციისთვის, საუკეთესო გამოსავალი კაშხლის აგებაა, რაც მსოფლიოში აპრობირებულია. მისივე თქმით, კაშხალი ვერეს ხეობაში უნდა აშენდეს, რათა გაზაფხულზე მოვარდნილი წყალდიდობა შეაკავოს და აღარ მოხდეს ის, რაც 13-14 ივნისს, თბილისის ცენტრში მოხდა.
“საქმე იმაშია, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოვიპოვე მონაცემები, თუ რა კატასტროფულ ხარჯზე იყო გაანგარიშებული ვერეს “საბჭოთა” ან თუნდაც ჩვენი გვირაბებები – 1,0 (100 წელიწადში ერთხელ); 0,1 (1000 წელიწადში ერთხელ) თუ 0,01 (10000 წელიწადში ერთხელ) უზრუნველყოფის ხარჯებზე. მიუხედავად ამისა, რა ხარჯზეც არ უნდა ყოფილიყო ნაანგარიშები გვირაბები, ბუნებრივად შექმნილი კაშხლის გარღვევის შედეგად წარმოქმნილ წყლის ნაკადს თავისი ხეებით, ლოდებით, საბურავებით, მილებით. ვერც ერთი გვირაბი შეაჩერებდა. ამიტომ მსგავსი სტიქიის შესაჩერებლად მსოფლიოში ერთადერთი მეთოდი არსებობს – კაშხალი. ასეთი კაშხალი უნდა აიგოს ვერეზეც, სადღაც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების ზონაში ან ცოტა ზემოთ. ბუნებრივია, მის სიმაღლეს სჭირდება დადგენა, მაგრამ, მე მგონი, 50 მეტრი საკმარისი იქნება. კაშხლით შექმნილი წყალსაცავი გაზაფხულის წყალდიდობებს შეხვდება ცარიელი და მთელ ამ ნაკადს შეაკავებს. შემდეგ, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, მყარი ნატანი დაილექება, სუფთა წყალი წყალსაგდების საშუალებით ქვედა ბიეფში კალაპოტს დაუბრუნდება. წყალსაცავი კი სარეაკრიაციო ზონად გადაიქცევა“, – განაცხადა არჩილ მოწონელიძემ.
წყარო: „ტაბულა“
ფოტოს ავტორი: რამაზ ჩხიკვაძე