ვახტანგ გომელაური: ზურაბ მუზაშვილი საქართველოს გმირია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპულის ოჯახს სამძმარი გამოუცხადა და განაცხადა,რომ ზურა მუზაშვილი საქართველოს გმირია.
მინისტრმა პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, მადლობა გადაუხადა.
“მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები