19 ივნისის საღამოდან ამ დრომდე 112-ში 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 19 ივნისის საღამოს 20:00 საათიდან ამ დრომდე 112-ში 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათვე ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ რეხაში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.
კრიზისების მართვის საბჭო, მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან უსაფთხოების დადგენილი ზომები, ჰიგიენის წესები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
„სტიქიიით დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 7:00 სთ-დან სამუშაოები სრული მასაშტაბით გაგრძელდა. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და შესაბამისი აღჭურვილობით. ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორციედება წყლის ამოტუმბვა და ვოლიერების გაწმენდა.სვანაძის ქუჩაზე აგრეთვე გრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები. ბაგებში მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები.წყლის ამოტუმბვის დასრულებისთანავე დაიწყება ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისათან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული ბეტონის დამცავი კედლის პროექტის მიხედვით, წყნეთის ქუჩაზე, დღეს იგეგმება 10-მდე ხიმინჯის აღმართვა მდ.ვერეს კალაპოტში მოწყობილ სპეციალურ დამბაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები