ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკს ძალიან დიდი ზარალი აქვს

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად ზოოპარკისთვის მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
როგორც გურიელიძემ აღნიშნა, მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.
“მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ჯერ-ჯერობით რაოდენობრივად აღვრიცხავთ, შემდეგ კი გავარკვევთ რა თანხის ზარალია. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი ძალიან დიდია. არამარტო ცხოველების და ადამიანები დანაკლისი, არამედ ის ყველაფერი, რაც ზოოპარკს ჰქონდა, ფაქტიურად აღარაფერი არ აქვს”,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
როგორც ცნობილია, მოხალისეები დღეს ზოოპარკში არ მუშაობენ. ადგილზე ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს. პროცესში ჩართულები არიან თავდაცვის სამინისტროს და რკინიგზის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის დამატებით არც ერთი ცხოველის ნეშტი არ არის ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები