კაპანაძე: სტიქიის ზონაში მომუშავე ჯარისკაცთა ნაწილს იარაღები დაურიგდათ

სტიქიის ზონაში მომუშავე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის გარკვეულ ნაწილს იარაღი უსაფრთხოების მიზნით დაურიგდა, – ამის შესახებ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა.
„სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იარაღი ყველა სამხედროზე არ არის გაცემული. არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე, ჯგუფზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მოხალისეეების, ასევე სამხედროების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
გენერალური შტაბის უფროსმა განმარტა, რომ სამხედროები მტაცებლებზე ნადირობის პროცესში ჩართულები არ არიან, რადგან ეს თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია არ არის. კაპანაძის განცხადებით, ქართველი სამხედროები სტიქიის ზონაში 24-საათის განმავლობაში მუშაოებენ და გაწმენდით-სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. ამ დრომდე სამუშაოებში უკვე მიიღო მონაწილეობა 1800-ზე მეტმა სამხედრომ და 60-ერთეულზე მეტმა ტექნიკამ. გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, გენერალურ შტაბში კრიზისების მართვის სპეციალური ცენტრი ფუნქციონირებს და სამხედროების მუშაობაზე 24-საათიანი ვიდეოკონტროლი ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები