ნოდარ ჯავახიშვილი: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენა მოგვიწევს

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ თბილისი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის გარეშე, სატრანსპორტო დატვირთვას ვერ გაუძლებს.
მისი თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, თუნდაც, დროებით, მაგრამ მაინც მოუწევს მთავრობას.
„ჩვენ ამ ქალაქში დავდივართ და ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გმირთა მოედანი გაიხსნა მაინც ძალიან ძნელია ამ ქალაქში გადაადგილება განსაკუთებით ვაკე-საბურთალოს მიმართულებით. ამიტომ მე ვთვლი, თუმცა ეს ხვალ, ზეგ, და უახლოეს დღეებში გადაწყდება, მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა,“ – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ სპეციალისტებისგან მიიღო ინფორმაცია შეძლებდა თუ არა ვერეს ხეობაზე არსებული გვირაბები მეწყერის ჩამოშლის გარეშე უხვი ნალექის სახით არსებული დიდი ოდენობის წყლის გატარებას. სპეციალისტები ფიქრობენ რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა.

„უპირველესად ჩვენ უნდა შევჯერდეთ ყველა სპეციალისტთან ვისაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხება, ღირს თუ არა არსებული გზის აღდგენა, მე ვთვლი პირადად, რომ ჩვენ ამ გზის აღდგენა ყველა შემთხვევაში მოგვიწევს, თუმცა ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე ამ საქმის არაპროფესიონალი ვარ, თუმცა დღეს დაისვა შეკითხვა რომ არა უზარმაზარი ხე ტყის ჩამოტანისა, რომელმაც გაჭედა პირველივე გვირაბი, დანარჩენ მასას გაატარებდა თუ არა, ეს ჯერ დათვლილი არ არის. პირველადი მონაცემებით ითქვა, რომ შეიძლება გაეტარებინაო, ამიტომ ამას კარგად შესწავლა სჭირდება,“ – განაცხადა ნოდარ ჯავახისვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები