დავით ნარმანია: 10 დღის წინ იყო უბრალოდ დატბორვა

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 10 დღის წინ მდინარე ვერეს ადიდების შედეგად მოხდა დატბორვა, რასაც მასიური ხასიათი არ ჰქონია. ამის შესახებ ნარმანიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ პრევენციული ზომების გატარება სტიქიური უბედურების თავიდან ასარიდებლად.
“10 დღის წინ იყო უბრალოდ, დატბორვა. მდინარე ვერეს კალაპოტიდან გადმოვიდა წყალი და იქ არ იყო ისეთი მასიური სტიქია, როგორიც ახლა მოხდა. ახლა გაცილებით უფრო მასშტაბურ სტიქიასთან გვქონდა საქმე, კერძოდ, ის, რომ მდინარე ვერეს სათავე ნაგებობასთან მოვიდა ძალიან სწრაფად წვიმა და ძალიან უხვი ნალექი, ერთ-ერთ ტერიტორიაზე მოხდა დაგუბება, რომლის გახსნის შემდეგაც წამოვიდა დიდი მასა, საკმაოდ დიდი სიჩქარით.
წარმოიდგინეთ, მდინარე ვერეს ზედა ნაწილსა და დედაქალაქის იმ უბანს შორის, სადაც პირველი დარტყმა მოხდა, სხვაობა სიამღლეს შორის დაახლოებით 1400 მეტრია. მანძილი 30 კილომეტრია, ანუ 30 კილომეტრის მანძილზე 1400 მეტრი სიმაღლიდან დაეშვა წყლის უზარმაზარი მასა, რამაც გამოიწვია ხე-ტყის წამოღება, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი მოცულობით ნაშალი მასალის წამოღება და დიდი დარტყმა სწორედ სვანიძის ქუჩაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები