ნოდარ ხადური: ბატონმა ბიძინამ დამირეკა…

ბ-ნი ბიძინა დაინტერესდა ზარალის მოცულობით და იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს აქვს, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა მინისტრს საუბარი ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სტიქიის შედეგების შესახებ.

როგორც ხადურმა გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მას ორი დღის წინ დაურეკა და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის მოცულობით დაინტერესდა.

“ბ-ნმა ბიძინამ დამირეკა გუშინწინ, დილით. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი. ბ-ნი ბიძინა დაინტერესდა ზარალის მოცულობით და იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს აქვს. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, ასევე მივაწოდე ინფორმაცია დონორებთან მუშაობის შესახებ და ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. მე და ბ-ნ ბიძინას არ გვქონია საუბარი იმაზე, რაც მან პრესით გააკეთა, რომ დავუშვათ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს თანხების სრულად მოზიდვას, მაშინ ბ-ნი ბიძინა მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები