ზურაბ გურიელიძე: სატელიტიური ჩიპები, რომლითაც მათი გადაადგილება კონტროლდება ზოოპარკის ბინადრებს არ ჰქონდათ

„მემგონი კარგად ვერ გებულობთ რა იგულისხმება დაჩიპულ ცხოველში“, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დაჩიპულ ცხოველებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ ჩიპი, რომელიც ზოოპარკის ცხოველებს უკეთდებათ, მხოლოდ საიდინტიფიკაციოა და არა სატელიტურ-სანავიგაციო.

როგორც გურიელიძემ “კვირას“ განუცხადა, არცერთ ზოოპარკში მსგავსი სატელიტური სანავიგაციო ჩიპი არ გამოიყენება.

„ეს არის საიდენტიფიკაციო ჩიპი, რომელიც საკმაოდ ბევრ ცხოველს აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვადგენთ რომელი ინდივიდია რომ არ შეგვეშალოს. მაგალითად რა ჯიშია და ა.შ. რაც თქვენ გგონიათ, რომ სატელიტიური სანავიგაციო ჩიპი აქვთ გაკეთებული, ეს ასე არ არის. ეს არის საკმაოდ მოზრდილი საყელური, რომელიც უმაგრდება ცხოველს ყელზე და ღირს 10 ათასი ევრო. ვიღაცების ხმაურს ნუ აყვებით. სასაცილოა ძალიან… მიაქცეთ ყურადღება ვინ რას ლაპარაკობს“, – განუცხადა “კვირას” გურიელიძემ.

„კვირას“ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ზოოპარკის ცხოველები დაჩიპულები ე.წ სატელიტური-სანავიგაციო ჩიპებით, გურიელიძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ, ეს არის იმ ცხოველებისათვის, რომლებიც გადაადგილდებიან ტყეში და ხდება მათი შესწავლა. ვოლიერში კი ესეთი მოწყობილობა საჭირო არაა.

დაჩიპულ ცხოველებთან დაკავშირებით „კვირა“ ვეტერინარ ვახტანგ მამალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპაში ყველა ცხოველს აქვს ჩიპი ჩამაგრებული, მაგრამ საქართველოში ჩიპირებული არც ერთი ცხოველი არ არის. მისი თქმით, სწორედ სატელიტური-სანავიგაციო ჩიპებით ადვილად მოხდებოდა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების პოვნა.

„ეს უნდა იყოს, აუცილებელია . ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რატომღაც ჩვენი ზოოპარკის დირექციამ ეს არ გაითვალისწინა და არ გააკეთა“, – განაცხადა ვეტერინატმა ვახტანგ მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ ყველა ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ბინადრობს, სპეციალური ჩიპებით არის დანიშნული. ის კანქვეშ მაგრდება და ამის მეშვეობით დგინდება, თუ რომელი ცხოველი არის აღმოჩენილი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩიპები სტიქიის გამო დაზიანებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები