ზოოპარკთან დეზობარიერი მოეწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკთან დეზობარიერი მოეწყო.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოაწყვეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს. ზოოპარკის ტერიტორიიდან გამომავალი ავტომობილების საბურავები სპეციალური ხსნარით მუშავდება.