ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მტაცებლების ძებნა შეწყდა

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის ძებნა შეწყვიტეს. მათ ნადირის კვალს ვერ მიაგნეს. ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, მონადირეებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მუზეუმის ტერიტორია დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, მუზეუმის ტერიტორიაზე ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებლის კვალი არ აღმოჩნდა, თუმცა ეთნოგრაფიული მუზეუმი მოქალაქეთათვის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დაკეტილია.
ეთნოგრაფიული მუზუემის ტერიტორიაზე ცხოველების სამძებრო სამუშაოებს მონადირეები და სპეცსამსახურების წარმომადგენელები დაახლოებით დილიდან ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები