სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გიორგი პაპკიაური საკუთარ ნახატებს ყიდის

23 ივნისს, 17 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გიორგი პაპკიაურის გამოფენა გაიხსნება. დაგეგმილი გამოფენა არ ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს, მაგრამ 13 ივნისს სტიქიის შემდეგ, მხატვარმა გადაწყვეტილბა მიიღო, ნახატები გაყიდოს და შემოსული თანხით სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს.
„ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ნამდვილად ვერ დავრჩები გულგრილი იმ ხალხისადმი, ვინც უბინაოდ,სამოსისა და საკვების გარეშე დარჩა. არაფერს ვამბობ უკვე ოჯახებზე, ვინც მარჩენალი ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი დაკარგა. ამიტომ გადავწყვიტე ამ გამოფენაზე გავყიდო ჩემი ნამუშევრები და ერთ ოჯახს მაინც დავეხმარო. ეს ჩემი დიდი სურვილია. დღეს ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, გვიყვარდეს და ვეხმარებოდეთ“, – ამბობს გიორგი პაპკიაური. გამოფენა ორი დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები