მაშველებმა ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ექსკურსიის დროს დაკარგული სოფელი არბოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობელთან ერთად დაიკარგნენ.

მათ წმ. მარიამის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელი გზა აერიათ.

ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა. მათთან ერთად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულnი იყვნენ სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაკარგულები დროულად აღმოაჩინეს.

მაშველებმა ისინი რთულად მისასვლელი გზიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები