საკრებულოში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის თაობაზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს ინფორმაციით, პროგრამა დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა წარუდგინა.

როგორც სოფო ასპანიძემ განმარტა, აღნიშნული პროგრამა ისეთ განსაზღვრულ სერვისებს გულისხმობს, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება, ასევე ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, მისი განხორციელება და განახლება.

კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პროგრამა ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საპილოტე პროგრამა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ამ დრომდე ზუსტი სტატისტიკაც კი არ გაგავჩნდა, რომელიც ასეთი ბავშვების მდგომარეობის შეფასება-დიაგნოსტიკას უზრუნველყოფდა. ეს პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელდება“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სხდომაზე მერიის წარმომადგენლება ასევე აღნიშნეს, რომ მომსახურების ერთეულს კომპლექსური თერაპიის, მინიმუმ, ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი წარმოადგენს და ერთი თვის მანძილზე ასეთი სეანსების რაოდენობა 20 ერთეულს არ აღემატება. მათივე თქმით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება თვეში 420 ლარით დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები