“ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს
13 ივნისს თბილისის სტიიქის დროს ზოოპარკიდან დაკარგული პინგვინი იპოვეს. პინგვინი “ლაგუნა ვერესთან” მდებარე ავტოგასამართ სადგურზე კომპანიის თანამშრომლებმა შენიშნეს და ზოოპარკს გადასცეს.
თბილისის ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაკარგული ცხოველების ძიება აქტიურად გრძელდება. 112-ში სხვადასხვა რაიონიდან შეტყობინებები შედის. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი ვეფხვისა და აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება.