ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

აჭარაში, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ პირველ მაისში მსუბუქი მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და მდინარე აჭარის წყალში ჩავარდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს „ოპელის“ მარკის ავტომობილში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ. ისინი ბათუმის პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები