ახლობლების ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ინფორმაცია “კვირას“ ზარანდიების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაუდასტურა.
ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს.
13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის ღამეს დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. მათთან კონტაქტი დაახლოებით ათ საათზე გაწყდა. ინდირა ზარანდიას ცხედარი “მზიურის” ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები