ქუთაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 56 წლის ლევან აბზიანიძის ცხედარი ერთ-ერთ ცენტალურ ქუჩაზე, სკამზე ნახეს.
დაღუპულის მეზობლები მამაკაცის სიკვდილში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, აბზიანიძე პოლიციამ გუშინ დღის მეორე ნახევარში ნარკოტესტის ჩასატარებლად განყოფილებაში წაიყვანა. რის შემდეგაც ის მალევე დაიღუპა.
კავშირს მამაკაცის გარდაცვალებასა და ნარკოტესტის გაკეთებას შორის უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები