კახა კალაძე: ეს საქმე გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს

ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი უსაფრთხოდაა და გამოვიდა, რომ არის მსხვერპლი, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს ვეფხვის მიერ ადამიანების დაგლეჯის ფაქტს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარზე გამოძიებაა საჭირო.

“ინფორმაცია ვრცელდებოდა ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, რომ ყველა ცხოველი იყო ადგილზე და რომელიც არ იმყოფებოდა ადგილზე, ისინი უკვე დახოცილები იყვნენ. დღეს გაირკვა სრულიად შეუსაბამო ინფორმაცია, რაც ტრაგედიით დასრულდა. ვფიქრობ, ამას მოძიება, გამოძიება სჭირდება და ეს ასე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი არის უსაფრთხოდ და გამოვიდა, რომ არის მსხვერპლი. ეს არის დიდი ტრაგედია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები