სასწრაფოდ: ამ წუთებში თაქთაქიშვილის ქუჩაზე  ვეფხვს ეძებენ (ფოტოკოლაჟი)

ამ წუთებში თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩის 6 ნომერში,  ახალაშენებულ კორპუსში მტაცებელ ცხოველს   ეძებენ. როგორც ადგილიდან „კვირას“კორესპონდენტი  იტყობინება,   ადგილობრივმა მოსახლეობამ ვეფხვი  მიმდებარე ტერიტორიაზე  შენიშნა და შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა.

სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათივე უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თაქთაქიშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციასთან ერთად ამ წუთებში  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.  მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები პერიმეტრი იცავენ.

11053510_10153007734054779_6847573925700958944_n

11418463_10153007686129779_253658375_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები