მინდია ჯანელიძე: ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი ვოლიერშია

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომ ყველა მტაცებელი ან ვოლიერებშია, ან დაღუპულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელი მტაცებელი ჯაჭვშია და მიმდინარეობს მისი დამუშავება.

“შსს, სხვა უწყებები ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ ყველა მტაცებელი ან დაღუპულია, ან ვოლიერშია, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი მტაცებელი ცხოველი არის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები