ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოკლეს

ზოოპარკიდან გაქცეული თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მეორე სასიკვდილოდ დაგლიჯა, მოკლულია. ამის შესახებ „კვირის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. მისი ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
ინფორმაციას შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ადატურებს.
მტაცებლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ასევე თვითმხილველმაც დაადასტურა. ადგილზე რჩება სპეცრაზმი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და ზოოპარკის ხელმძღვანელი.
სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა თბილისის მერი დავით ნარმანიაც. მომხდარის გამო პარალიზებულია „ლაგუნა-ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, კოსტავას ქუჩა და ფილარმონიასთან მისასვლელი გზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები