მტაცებელს კოსტავას ქუჩის, ფილარმონიისა და „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც მოძრაობა პარალიზებულია

ამ წუთებში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
მოძრაობა პარალიზებულია კოსტავას ქუჩის, ფილარმონიისა და „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე. სამართალდამცველები თეთრი ფერის ვეფხვს ეძებენ. რა მოძრაობით გადაადგილდება, ამჟამად მტაცებელი უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ვეფხვმა ორი ადამიანი დაგლიჯა, რომელთაგან ერთ-ერთი, შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე რამდენჯერმე სროლის ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები