ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მეორე ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მეორე ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა.
ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრმა ვეფხვმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეორე კი მძიმედ არის დაშავებული.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, მტაცებელი დაჭერილი არ არის.
მისივე ცნობით, ადგილზე იმყოფება ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, შსს- მინისტრი ვახტანგ გომელაური. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

შსს-ს ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც მტაცებელმა იმსხვერპლა, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები