სირიელმა ქურთებმა ერთ-ერთი ქალაქი აიღეს, რომელიც მანამდე „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაკავებული

სირიელმა ქურთებმა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ქალაქი ტალ-აბიადი აიღეს, რომელიც მანამდე „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაკავებული. ამით ქურთებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „დედაქალაქ“ რაკისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამჟამად ქურთები ქალაქისკენ დამატებით ძალებს აგზავნიან, რათა რაკიზე კონტროლი გაამტკიცონ. ტალ-აბიადზე შეტევის დროს მოხალისეებს აშშ-ს და მოკავშირეების ავიაცია ეხმარებოდა. ტალ-აბიადის აღების შემდეგ ქურთები ფაქტობრივად თავდაცვის ხაზს შექმნიან ერაყის ჩდილოეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ქალაქ კობანიმდე დასავლეთის მიმართულებით. ტალ-აბიადი რაკიდან 100 კილომეტრში მდებარეობს და ბოლო დრომდე თურქეთიდან სირიაში მიმავალი „ბოევიკებისთვის“ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები