რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალები შეიქმნება
რუსეთში დაგეგმილია საჰაერო-კოსმოსური ძალების შექმნა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ახალი სახეობის ძალების შექმნის გადაწყვეტილების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა.
რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის ვალერი გერასიმოვის განცხადებით, შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ მუშაობას “საიმედო მრავალსაფეხურიანი სისტემის შესაქმნელად სარაკეტო თავდასხმის შეტყობინებისთვის“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ საჰაერო-კოსმოსური ძალების შექმნას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ სისტემის ფორმირებას რამდენიმე წელი დაჭირდება.