დონეცკელი „ბოევიკი“, ზედმეტსახელად „გივი“ მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური მიხეილ ტოლსტიხი, ზედმეტსახელად „გივი“ „ბოევიკების“ შტაბში ჭურვის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინელი ჟურნალისტის ირინა ბაგლაის განცხადებით, ეს ინფორმაცია მან რადიომოლაპარაკების მოსმენის შემდეგ მიიღო. podrobnosti.ua-ს ინფორმაციით, დონეცის სიახლოვეს ორი დღის წინ ბრძოლა გაიმართა, რომლის დროსაც უკრაინული არმიის ჭურვი „ბოევიკების“ შტაბს მოხვდა. აფეთქების შედეგად გივი მძიმედ დაიჭრა. მასთან ერთად კიდე 15 „ბოევიკი“ დაიჭრა, რომლებიც დაჯგუფება „სომალის“ ეკუთვნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები