რუსმა იურისტებმა ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

რუსმა იურისტებმა უზენაეს სასამართლოში ვლადიმერ პუტინის ბარძანებულება გაასაჩივრეს მშვიდობიან პერიოდში თავდაცვის სამინისტროს დანაკარგების გასაიდუმლოების შესახებ.
„ჩვენ უზენაეს სასამართლოში განცხადება შევიტანეთ შეიარაღებული ძალების დანაკარგების გასაიდუმლოების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს ამ კატეგორიის ინფორმაციის გასაიდულოების უფლება არ ჰქონდა – ეს ცდება მის უფლებამოსილებას“, – განაცხადა ფონდ „ინფორმაციის თავისუფლებას“ თავმჯდომარემ, ადვოკატმა ივან პავლოვმა.
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ჩამონათვალში ცვლილების შეტანის განკარგულებას 28 მაისს მოაწერა ხელი. ახლა სახელმწიფო საუდუმლოებას მიეკუთვნება შეიარაღებული ძალების დანაკარგები როგორც ომის, ასევე მშვიდობიანობის პერიოდში „სპეციალური ოპერაციების ჩატარების“ დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები