საფრანგეთმა იტალიის საზღვართან პოლიციის ქვედანაყოფები გადაისროლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ იტალიის საზღვართან მკაცრი კონტროლი დააწესა. ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ქალაქ მენტონში პარიზიდან და მარსელიდან ჟანდარმების დამატებითი ქვედანაყოფებია გადასროლილი. პოლიციელები მესაზღვრეებს შეუერთდნენ. მათ ასობით არალეგალ მიგრანტს გზა გადაუკეტეს, რომლებსაც საფრანგეთში ჩასვლა სურდათ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 1400-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი იყო დაკავებული, რომელთა ნაწილი იტალიაში გააბრუნეს. თავის მხრივ, იტალიაც ევროკავშირისგან არალეგალი მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად დახმარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები