უკრაინამ ყირიმში მედვედევის ჩასვლასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ჩასვლასთან დაკავშირებით პროტესტს აცხადებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი. მედვედევმა ორშაბათს ყირიმში თათბირი გამართა ნახევარკუნძულზე მცირე ბიზნესის განვითარების საკითხზე.
რუსული მედიის ცნობით, თათბირზე ყირიმის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირების და მცირე გემებით მგზავრთა გადაყვანის ლიცენზირების საკითხები განიხილებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ტერიტორიაზე მედვედევის ყოფნას უკრაინა განიხილავს, როგორც „რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის სუვერენიტეტის აშკარა უგულებელყოფას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები