იემენში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი გაანადგურეს
არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების „ალ – ქაიდას“ ლიდერი ნასერ ალ ვუხეიში იემენის პროვინცია ხადრამაუტში უპილოტო საფრენი აპარატის დარტმის შედეგად არის განადგურებული. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ იუწყება.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის ეკუთვნოდა უპილოტო აპარატი, რომლითაც ალ-ვუხეიში გაანადგურეს. აშშ-ს სპეცსამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალ-ვუხეიშის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სწავლობენ, მაგრამ მასში შეერთებული შტატების მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებენ. იემენში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ხადის და ამბოხებულ ხუსიტებს შორის. „ალ – ქაიდას“ წარმომადგენლები ამ კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ.