ჟანა ფრისკე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია, „ბი-ბი-სის“ ცნობით, მამამისმა ვლადიმერ ფრისკემ დაადასტურა. 2013 წელს მომღერალს თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. ფრისკე მკურნალობდა აშშ-ში, გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებში და ჩინეთში, რის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარკვეულ მომენტში ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ჟანა ფრისკეს მდგომარეობის გაუარესების და მკურბალობის კიდევ ერთი კურსის გავლის აუცილებლობის შესახებ. ბოლო თვეები მომღერალი მოსკოვის სიახლოვეს, საკუთარ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად.