თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის მძიმე წუთებში სოლიდარობა გამოუცხადა

თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის მძიმე წუთებში სოლიდარობა გამოუცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას ტელეფონით დაუკავშირდა. მან მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები