ბელორუსია უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ატარებს
ბელორუსიის სამხედროებმა გომელის ოლქში, უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამხედრო მანევრები 18 ივნისამდე გაგრძელდება. სწავლებაში გომელის ოლქის ტერიტორიული დაცვის ზონის შტაბის ოპერატიული ჯგუფი მონაწილეობს. ასევე ელსკის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის შტაბი, ასევე მესაზღვრეების და შინაგან საქმეთა ტერიტორიული ორგანოები. წვრთნების დროს იგეგმება ბელორუსიის სახელმწიფო საზღვრის ეტაპობრივი გაძლიერების ღონისძიებები და ამ ქვედანაყოფების ძალების და საშუალებების მართვა გარკვეულ სიტუაციებში.