რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო საქართველოს დახმარებას მეორედ სთავაზობს
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ საქართველოს დახმარება კიდევ ერთხელ შესთავაზა.
მისი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში გასამგზავრებლად 130 მაშველი მზად არის. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ამ შეთავაზებას გაითვალისწინებს.
„გუშინ მე პირადად ვეკონტაქტე სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობას, ჩვენ სამაშველო ოპერაციის ჩატარების ყველა დეტალი განვიხილეთ. გამოვთქვი სამძიმრის სიტყვები და დავუდასტურე რუსეთის დახმარების მზადყოფნა“, – განაცხადა პუჩკოვმა ჟენევაში საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.