მარჯვენა სანაპიროზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები მარჯვენა სანაპიროს დასუფთავებას აგრძელებენ.
“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაასრულა 120 სპეც თანამშრომლის მობილიზება მოხდა.
“თბილსერვის ჯგუფი” სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებს. სპეც თანამშრომლების მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიის დასუფთავება სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოხდება.